"მთავარი არხის“ ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე, აქციის დაშლის ღონისძიების მიმდინარეობისას პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს "მთავარი არხის" ჟურნალისტი, დეა მამისეიშვილი და ოპერატორი, გიორგი გოგინაშვილი დაშავდნენ.
„მთავარი არხის“ ინფორმაციით, ჟურნალისტს და ოპერატორს სავარაუდოდ წიწაკის სპრეი შეასხეს.
"მთავარი არხის" გადამღებ ჯგუფს პირველადი დახმარება სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილში აღმოუჩინეს.
იხილეთ ასევე: