ავტორი:

"მამაჩემი სასტიკი წამებით მოკლა სპეცრაზმელმა, რომელსაც დაუდგინდა შიზოფრენია და 4 წლით გადაიყვანეს ფსიქიატრიულში" - რას წერს აგვისტოში, გურიაში მოკლული კაცის ქალიშვილი?

"მამაჩემი სასტიკი წამებით მოკლა სპეცრაზმელმა, რომელსაც დაუდგინდა შიზოფრენია და 4 წლით გადაიყვანეს ფსიქიატრიულში" - რას წერს აგვისტოში, გურიაში მოკლული კაცის ქალიშვილი?

აგვისტოს თვეში ლანჩხუთში სარჯველაძეების ფერმაში უმძიმესი დანაშაული მოხდა. გამოძიების ინფორმაციით, თემურ სარჯველაძეს მისი თანაკლასელის შვილი სასტიკად გაუსწორდა და წამებით მოკლა.

  • როგორც ადგილობრივები მაშინ ჰყვებოდნენ, მკვლელობაში ბრალდებული ყოფილი სპეცრაზმელია, რომელსაც მკვლელობამდე ფერმაში მოკლული თემურ სარჯველაძე გაუმასპინძლდა და ამის შემდეგ არაფხიზელმა ბრალდებულმა მას ჯერ ხელ-ფეხი შეუკრა, ფიზიკურად გაუსწორდა და მერე ე.წ სპიცით წამებით მოკლა.

რა გახდა მკვლელობის რეალური მიზეზი, ამას სამართალდამცავები ადგენენ. ერთ- ერთი ვერსიით, ფერმაში სავარაუდოდ, მიწის ნაკვეთის გამო დაიწყო კონფლიქტი, მეორე ვერსიით, ბრალდებულს პათოლოგიური სიმთვრალე ჰქონდა და მთვრალმა სისასტიკე ჩაიდინა.

მომხდარიდან რამდენიმე თვის შემდეგ სასტიკად მოკლული მამაკაცის ქალიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს. მას უმძიმესი ფაქტი გუშინ განვითარებულმა მოვლენებმა და სპეცრაზმის თემამ გაახსენა.

ანანო სარჯველაძე წერს:

"მამაჩემი არ მომკვდარა, მამაჩემი სასტიკი წამებით მოკლეს. გათიშა, დააბა და წამებით მოკლა სრულიად უდანაშაულო, უჯანმრთელეს ჩემი მამაჩემი... ვინ? სპეცრაზმელმა, რომელსაც დაუდგინდა შიზოფრენია და 4 წლით გადაიყვანეს ფსიქიატრიულში. სასამართლოც კი არ ჩატარებულა. არ მინდა იმის წარმოდგენა ამ 4 წლის მერე რომ გამოვა, რა თქმა უნდა ისევ შიზოიდი მერე რას ჩაიდენს. აი ეს არის ქვეყნის სახე, ყველა იქ მდგომი პოლიციელი, სპეცრაზმელი, "რობოკოპი" პოტენციური მკვლელია, ყველა არის მკვლელი და ყველაფერს იზამენ ბოლომდე რომ მიუშვა, ჯალათები და ფსიქიურად მოშლილები...... დაბმული კაცის ცემით სიკვდილზე არიან წამსვლელები ეს არაკაცები...

მთელი ცხოვრება საქართველოსთვის იბრძოდა მამაჩემი, ხოდა ახლა მე შევენაცვლები... ... აქამდე ჩუმად ვიყავი, ვგლოვობდი, არც არასოდეს ვაპირებდი ჩემი უდიდესი სევდის და ტრაგედიის გასაჯაროებას, მაგრამ მათ ყოველ დანახვაზე სხეულის ყველა უჯრედი მტკივა, როგორც მამაჩემს სტკიოდა.... დღეს ჩემი უსაყვარლესი მამაჩემის დაბადების დღეა.... გილოცავ მააა... მიყვარხარ.... გპირდები, რომ შენს ყველაზე საყვარელ საქართველოში ეს ჯოჯოხეთი მალე დასრულდება....".