ავტორი:

"მიდის ჩემი გაშავება. ვინც რუსეთუმეობას მტენით მაგ სიმართლით გაგიმარჯოთ ღმერთმა" - რას წერს სოსო ნებიერიძე თბილისში მიმდინარე მოვლენებზე

"მიდის ჩემი გაშავება. ვინც რუსეთუმეობას მტენით მაგ სიმართლით გაგიმარჯოთ ღმერთმა" - რას წერს სოსო ნებიერიძე თბილისში მიმდინარე მოვლენებზე

ცნობილი მოგზაური, სოსო ნებიერიძე, რომელიც ახლა მავრიტანიაში იმყოფება საზოგადოების ნაწილის მხრიდან კრიტიკის ობიექტი გახდა იმის გამო, რომ საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს სათანადოდ არ გამოეხმაურა.

  • კრიტიკას სოსომ შემდეგი პოსტით უპასუხა:

"მავრიტანიაში ვარ უდაბნოში. ინტერნეტი გვიჭირს. ახლა ვნახე უამრავი შეტყობინება. მიდის ჩემი გაშავება. ვინც რუსეთუმეობას მტენით მაგ სიმართლით გაგიმარჯოთ ღმერთმა.

არასდროს ვყოფილვარ არც ქოცი, არც ნაცი, არც რომელიმე პოლიტიკური პარტიის ბრმად მიმდევარი.

ყოველთვის საკუთარი შეხედულებები მაქვს, რომელიც ევროპულ, განვითარებულ, ერთიან, სიყვარულით და ურთიერთგაგებით სავსე საქართველოს ითვალისწინებს. მიყვარს საქართველო და მიყვარს ქართველი ხალხი და ყოველთვის მათ გვერდით ვიდგები", - წერს სოსო ნებიერიძე.