დისკრიმინაცია, შეუწყნარებლობა და ბულინგი თანამედროვე საზოგადოების ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა, რომელსაც თანამედროვე მწერლები თავიანთ შემოქმედებას უპირისპირებენ და ასე ცდილობენ მკითხველში გააღვიძონ ემპათიის გრძნობა და მეტად დააფიქრონ პრობლემის სიმწვავეზე.
დისკრიმინაცია და შეუწყნარებლობა შეიძლება იყოს გენდერული, ეთნიკური, გარეგნული თუ სხვა ნიშნით. ადამიანზე ამ ფორმით ძალადობამ შეიძლება უმძიმესი შედეგები მოიტანოს როგორც ინდივიდის, ისე მთლიანად საზოგადოების დონეზე.
გთავაზობთ ხუთ ავტორს, რომელიც განსაკუთრებით აქტიურად ადვოკატირებს ადამიანის უფლებებს და ცნობილია თავისი აქტივიზმით დისკრიმინაციისა და ძალადობის წინააღმდეგ. მათ შორის არიან: ელიფ შაფაქი, მარგარეტ ეტვუდი, ანი ერნო, ჯასტინ ბალდონი, ტარა პორტერი და ბერნარდინ ევარისტო. აღნიშნულ თემებზე მომუშავე სხვა მწერლებთან ერთად ისინი მუშაობენ ცნობიერების ამაღლებაზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
მათ გამორჩეულ წიგნებს შორისაა:
82 წლის ფრანგი მწერალი ანი ერნო 2022 წელს ნობელის პრემიის ლაურეატი გახდა. მას ნობელის პრემია მიენიჭა „გამბედაობისა და კლინიკური სიმძაფრისთვის, რომლითაც იგი ახსნის პირადი მეხსიერების ფესვებს, გაუცხოებასა და კოლექტიურ იძულებას.
გამომცემლობა „პალიტრა L-მა“ ქართულ ენაზე თარგმნა და გამოსცა მისი „ქალი“, „მოვლენა“ და „წლები“. ყველა მათგანი მწერლის პირად გამოცდილებას და ქალის პრობლემებსა და მის მიმართ არსებულ სტიგმას ეხება.
ანი ერნოს დედა სიცოცხლის უკანასკნელი ორი წელი ალცჰაიმერით იყო დაავადებული. „ქალი“ მისი ამბავია _ ამაფორიაქებელი და ღრმად ემოციური ამბავი დედებსა და შვილებზე, ახალგაზრდობასა და სიბერეზე, ხსოვნასა და დავიწყებაზე. ამ ამბის მოყოლა მწერლისთვის აღმოჩნდა გზა, თვითონ „ემშობიარა“ დედა - ეპოვა ის, ვინც შეაკავშირებდა ამ ყველაფერს, ეპოვა ქალი თავის დედაში.
თურქი მწერალი ელიფ შაფაქი დაიბადა 1971 წლის 25 ოქტომბერს, ქალაქ სტრასბურგში, დიპლომატების ოჯახში. დაამთავრა ანკარის ტექნიკური უნივერსიტეტი. ცხოვრობს ამერიკასა და თურქეთში. მშობლიური თურქულის გარდა, წერს ინგლისურად. თანამშრომლობს ამერიკულ და ევროპულ პრესასთან.
ელიფ შაფაქი აქტიურად ადვოკატირებს ქალთა უფლებებს, არის არის ეკოფემინისტური მოძრაობის მხარდამჭერი, ცდილობს, საზოგადოებაში გაავრცელოს ჰუმანური შეხედულებები. მწერალი თავის შემოქმედებაში ეხება ქალთა უფლებებს, მის როლს საზოგადოებაში.
რომანი ,,სიყვარულის ორმოცი წესი” ინგლისურად დაწერილ მის სამ რომანთაგან ერთ-ერთია. თანამედროვე ამერიკელი ქალის ერთფეროვან ცხოვრებაში ქარიშხალივით შემოიჭრება ორი საოცარი და საოცნებო სამყარო: სიყვარული და აღმოსავლეთი.
ბერნარდინ ევარისტო ბრიტანელი მწერალია, რომლის რომანმა „გოგონა, ქალი და სხვა დანარჩენი“ 2019 წელს ბუკერის პრემია მოიპოვა. რომანი აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ 2019 წელს თავის საყვარელ 19 წიგნს შორის დაასახელა. ლიტერატურაში შეტანილი წვლილისთვის ევარისტო 2009 წელს ბრიტანეთის იმპერიის ორდენის წევრი, ხოლო 2020 წელს ბრიტანეთის იმპერიის ორდენის ოფიცერი გახდა.
ბერნარდინ ევარისტოს რომანი „გოგონა, ქალი და სხვა დანარჩენი“ ამა ბონზუს - აფრიკული ფესვების მქონე ბრიტანელ რეჟისორზეა, რომელიც თავისი ბოლო წარმოდგენის პრემიერისთვის ემზადება. ასე იწყება 12 ქალის ცხოვრების ამსახველი რომანი-პანო. ამამ, რადიკალმა ფემინისტმა, უნდა გადალახოს უამრავი წინაღობა და უკომპრომისოდ იაროს თავისი ოცნებებისკენ მიმავალ გზებზე. ეს ოცნებები იმდენად კონკრეტული და მკაფიოა, რომ მამაკაცსაც კი ამ ნიშნით ირჩევს დროებით პარტნიორად - ზუსტად იცის, როგორი შვილი უნდა გააჩინოს. და ეს, ალბათ, ერთადერთი კომპრომისია შემოქმედის პირად ცხოვრებაში. ამ პოლიფონიურ რომანში, ამა ბონზუს გარდა, 19 წლის იაზის, 93 წლის ჰეტისა და კიდევ 9 ქალის ამბებია მოთხრობილი. ეს შემაძრწუნებელი ამბები ისეთივე ნამდვილია, როგორიც მილიონობით სხვა ქალის ცხოვრება, რომელზეც არავის დაუწერია. წიგნი მათზეც არის.
მოზარდობის ასაკში ბულინგი და შევიწროება თანამედროვე საზოგადოების უმწვავესი პრლემაა, რომელმაც ლიტერატურაშიც პოვა ასახვა.
მოზარდობის პერიოდი ქალის ცხოვრებაში ერთ-ერთი რთული ეტაპია და წიგნის ავტორის, დოქტორ ტარა პორტერის ფრთხილი და პროფესიონალური მიდგომა დაეხმარება მოზარდებსა და ახალგაზრდა ქალებს სიძნელეების დაძლევაში. მუდმივად ცვალებადი მოზარდობის ასაკი ცხოვრების ერთ-ერთი რთული დროა დღესაც, როცა ქალს გაცილებით მეტი არჩევანის შესაძლებლობა და თავისუფლება აქვს, ვიდრე ადრე. თუმცა არც ამდენი პრეტენზია ჰქონიათ მასთან გარშემო მყოფებს და ყველაზე მეტად კი, საკუთარ თავს. როგორ გაუმკლავდეს ყოველივე ამას მოზარდი გოგონა ან ახალგაზრდა ქალი? არსებობს ამ კითხვაზე ნათელი და იოლი პასუხი? წიგნში მოყვანილი იოლად გასაგები სტრატეგიები, ნათელი ახსნა-განმარტებანი, გამყარებული არაერთი ყურადსაღები მაგალითით, მათთვის მეტად საჭირო გზამკვლევი იქნება."
ეს შეიძლება ყველაზე გულწრფელი წიგნი იყოს, რომელიც კი ოდესმე წაგიკითხავს. შეგიმჩნევია, რომ არსებობს დაუწერელი წესები, რომლებიც ბიჭებს კარნახობენ, თუ როგორ უნდა მოიქცნენ, იფიქრონ და განიცადონ. არავინ იცის, საიდან მოდის ეს წესები, მაგრამ ერთ დღესაც ბამ! და უცებ გრძნობ მათ უხილავ ძალას, რომელიც გაიძულებს მასკულინობის წესებს მიჰყვე, თუნდაც ეს სულაც არ გაბედნიერებდეს. ეს წიგნი ბიჭების კლუბის წესების დასწავლაზე არ არის, ის მათ დავიწყებას ეხება. მზად იყავი: ეს წიგნი შეულამაზებელი და გასაოცარია. აქ არ არის შეზღუდული თემები და ტყუილები. ზოგიერთი საკითხი შეიძლება ცოტა არაკომფორტული იყოს, მაგრამ ეს საკუთარი თავის გაცნობის - და რწმენის -მნიშვნელოვანი ნაწილია. არ იდარდო, ამ გზაზე მარტო არ ხარ, ასე რომ, მოდი, ერთად შევეცადოთ, ვიყოთ რაც შეიძლება ჭკვიანი, მამაცი და ძლიერი ადამიანები!
R