ავტორი:

პარლამენტთან საპოლიციო ძალების, მათ შორის სპეცრაზმის განსაკუთრებული მობილიზებაა - ადგილზე განთავსებულია წყლის ჭავლის მანქანებიც (ფოტოები)

პარლამენტთან საპოლიციო ძალების, მათ შორის სპეცრაზმის განსაკუთრებული მობილიზებაა - ადგილზე განთავსებულია წყლის ჭავლის მანქანებიც (ფოტოები)
  • ფოტოები: ინტერპრესნიუსი, გიორგი ჟამერაშვილი

რუსთაველის გამზირზე პროტესტი გრძელდება. მოქალაქეები მთავრობის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც საქართველო 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე მოლაპარაკებას აჩერებს, უკვე მესამე დღეა აპროტესტებს.

  • პარლამენტის შენობის მიმდებარე ქუჩებზე საპოლიციო ძალების განსაკუთრებული მობილიზებაა, მათ შორის შსს-ს სხვადასხვა დანაყოფთან ერთად ადგილზე განლაგებული სპეციალური დანიშნულების რაზმის წარმომადგენლები.

სპეცრაზმის გარდა, რუსთაველის გამზირის მიმდებარე პერიმეტრზე დგას სპეციალური ტექნიკაც, მათ შორის წყლის ჭავლის მანქანები.