ავტორი:

სპეცრაზმმა წყლის ჭავლის გამოყენება დაიწყო, აქციის მონაწილეები პიროტექნიკას და სხვადასხვა ნივთებს ისვრიან - ვითარება პარლამენტის უკანა შესასვლელთან

სპეცრაზმმა წყლის ჭავლის გამოყენება დაიწყო, აქციის მონაწილეები პიროტექნიკას და სხვადასხვა ნივთებს ისვრიან - ვითარება პარლამენტის უკანა შესასვლელთან

პარლამენტის უკანა შესასვლელთა განთავსებულმა სპეცდანიშნულების რაზმმა მომიტინგეების დასაშლელად წყლის ჭავლის გამოყენება დაიწყო.

პოლიცია ასევე იყენებს ე.წ. გაზის კაფსულებსაც.

თავის მხრივ, პროტესტის მონაწილეები საპოლიციო ძალების წარმომადგენელთა მისამართით პიროტექნიკას და სხვადასხვა ნივთებს ისვრიან.

აქციის მონაწილეების მხრიდან სპეცრაზმის მისამართით ისმის შეძახილები: „მონებო“. დემონსტრანტების ნაწილი პარლამენტთან სპეციალური ეკიპირებით იმყოფება, მათ შორის უკეთია ნიღბები.

აღსანიშნავია ისიც, რომ აქციის მონაწილეების ნაწილს ხელში ხატები უჭირავს.

ადგილზე საპოლიციო ძალებთან ერთად მობილიზებულია სასწრაფო დახმარების ბრიგადებიც.