ავტორი:

"არავის ეშინია არც თქვენი რობოკოპების... ჩემი ნაკერებიც მალე შეხორცდება, მაგრამ..." - რას წერს მარიამ გაფრინდაშვილი

"არავის ეშინია არც თქვენი რობოკოპების... ჩემი ნაკერებიც მალე შეხორცდება, მაგრამ..." - რას წერს მარიამ გაფრინდაშვილი

"ტვ პირველის" ჟურნალისტი, მარიამ გაფრინდაშვილი, რომელიც გუშინ 29 ნოემბერს საპროტესტო აქციაზე დაშავდა, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და მხარდაჭერისთვის საზოგადოებას მადლობას უხდის.

"ჩემს ქვეყანას ვერ გაარუსებთ! არავის ეშინია არც თქვენი რობოკოპების, არც "ომონად" გადაქეცეული პოლიციის და არც ტიტუშკების!

ხალხო, ძალიან მიყვარხართ. მადლობა ყველას მხარდაჭერის, სიყვარულის და უდიდესი მოტივაციისთვის!

მე კარგად ვარ - ჩემი ნაკერებიც მალე შეხორცდება, მაგრამ ეს რეჟიმი ჩამოიშლება. შევხვდებით ძალიან მალე, რა თქმა უნდა იქ, სადაც საქართველოს ისტორია იწერება ახლა", - წერს მარიამ გაფრინდაშვილი.