ავტორი:

საპროტესტო აქციაზე ახალგაზრდა მამაკაცი დაშავდა - არსებული ინფორმაციით, მან დაზიანებები სახის არეში მიიღო

საპროტესტო აქციაზე ახალგაზრდა მამაკაცი დაშავდა - არსებული ინფორმაციით, მან დაზიანებები სახის არეში მიიღო

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ახალგაზრდა კაცს სპეციალური დანიშნულების რაზმის წარმომადგენლები გაუსწორდნენ. "ტვ პირველის" ინფორმაციით, დაშავებულს სახისა და სხეულის არეში სპეცრაზმმა ქვები ესროლა.

დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში წაიყვანა.

ცნობისთვის, პარლამენტის უკანა შესასვლელთა განთავსებულმა სპეცდანიშნულების რაზმმა მომიტინგეების დასაშლელად წყლის ჭავლის გამოყენება დაიწყო.

პოლიცია ასევე იყენებს ე.წ. გაზის კაფსულებსაც.

თავის მხრივ, პროტესტის მონაწილეები საპოლიციო ძალების წარმომადგენელთა მისამართით პიროტექნიკას და სხვადასხვა ნივთებს ისვრიან.