ავტორი:

აქციის ერთ-ერთი მონაწილე შენობის შემაღლებული ნაწილიდან ჩამოვარდა და დაშავდა - სპეცრაზმმა რამდენიმე მოქალაქე დააკავა

აქციის ერთ-ერთი მონაწილე შენობის შემაღლებული ნაწილიდან ჩამოვარდა და დაშავდა - სპეცრაზმმა რამდენიმე მოქალაქე დააკავა

სპეციალური დანიშნულების რაზმმა აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავა.

მანამდე სპეცრაზმმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი რამდენჯერმე გაუშვა.

ამასთან, პარლამენტის წინა მხარეს აქციის ერთ-ერთი მონაწილე შენობის შემაღლებული ნაწილიდან ჩამოვარდა და დაშავდა. როგორც მომიტინგეები აცხადებენ, „ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც აქციის მონაწილეს პოლიცია დაედევნა, მას კი ფეხი აუცდა, ჩამოვარდა და სახე ბეტონის კონსტრუქციას ჩამოარტყა“. დაშავებულს პირველადი დახმარება სასწრაფოს ექიმებმა გაუწიეს.

აღსანიშნავია, რომ აქციის მონაწილეებმა რამდენიმე ადგილზე ბარიკადები განათავსეს.