ავტორი:

მოქალაქეების ტაში და ოვაციები - სახანძრო ბრიგადამ დაცალა წყალი, რომელიც არსებული ინფორმაციით, წყლის ჭავლის მანქანისთვის იყო განკუთვნილი (ვიდეო)

მოქალაქეების ტაში და ოვაციები - სახანძრო ბრიგადამ დაცალა წყალი, რომელიც არსებული ინფორმაციით, წყლის ჭავლის მანქანისთვის იყო განკუთვნილი (ვიდეო)

მედიაში ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს, რომ სახანძრო სამსახურის ბრიგადა წყლის რეზერვუარს აქციის მონაწილეების თანდასწრებით ცლის.

აღნიშნულს დემონსტრანტების ტაში მოჰყვა.

  • არსებული ინფორმაციით, წყალი წყლის ჭავლის მანქანისთვის იყო განკუთვნილი.

მოგვიანებით, აღნიშნულ თემაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა.

"გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია, აქციის მონაწილეთა მხრიდან განხორციელებული კიდევ ერთი დესტრუქციული და უკანონო ქმედების შესახებ.საზოგადოებრივი მართვის ცენტრ 112-ში შემოვიდა შეტყობინება, რომ რესპუბლიკის მოედანზე, სასტუმრო "რედისონის“ მახლობლად მდებარე კაფე "ღვინოს" მიმდებარე ტერიტორიაზე იყო ხანძარი.

მიღებული შეტყობინების საფუძველზე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე - მაშველები, სახანძრო ავტომობილით გადაადგილდებოდნენ, რა დროსაც აქციის მონაწილეებმა ჩაუკეტეს გზა და მეხანძრე-მაშველებს არ მისცეს ინციდენტის ადგილზე მისვლის შესაძლებლობა.

მოქალაქეები მანქანას ურტყამდნენ ხელებს და სხვადასხვა ნივთებს.ასევე, აქციის მონაწილეებმა თავად დააპირეს წყლის რეზერვუარის ონკანის გახსნა, რის გამოც მეხანძრე-მაშველები იძულებულნი გახდნენ თავად დაეცალათ წყლისგან სახანძრო ავტო-ცისტერნა", - აცხადებენ შსს-ში.