მაუწყებელი • Mautskebeli დაბა კაზრეთში მომხდარი ინციდენტის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
სააგენტოს თქმით, “დაბა კაზრეთში უცნობი პირი თავს დაესხა საჯარო სკოლის თანამშრომელს და სამართებლით სახეზე ჭრილობა მიაყენა“.
“30 წლის ფიქრია ეპიტაშვილს თავდამსხმელი უკნიდან მიეპარა: “გა***ი შენ საყვარელ ევროპაში შენნაირ აგენტებთან” - უთხრა უცნობმა პირმა მას და ჭრილობა მიაყენა,“ - წერს სააგენტო.