ავტორი:

მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოში არაბთა გაერთიანებული საემიროების ელჩს, აჰმედ ალნუაიმისს შეხვდა

მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოში არაბთა გაერთიანებული საემიროების ელჩს, აჰმედ ალნუაიმისს შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოში არაბთა გაერთიანებული საემიროების ელჩთან აჰმედ ალნუაიმისთან გაცნობითი შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ელჩმა მიულოცა მინისტრს თანამდებობაზე დანიშვნა და წარმატებები უსურვა მას მომავალ საქმიანობაში.

„შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა კმაყოფილებით აღნიშნეს, რომ ქვეყნებს შორის კავშირები ინტენსიურად ვითარდება. განხილულ იქნა მაღალი და უმაღლესი დონის ვიზიტების გაცვლის საკითხი. ხაზი გაესვა სხვადასხვა სფეროებში ურთიერთობათა შემდგომი გაღრმავების მნიშვნელობას.

მხარეებმა გაცვალეს ინფორმაცია ახლო აღმოსავლეთის რეგიონში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.

შეხვედრაზე მხარეებმა გამოხატეს მზადყოფნა ხელი შეუწყონ ნაყოფიერი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას“, - აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.