ვლადიმერ პუტინი დასავლეთს "მაღალტექნოლოგიური დუელის" ჩატარებას სთავაზობს. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე განაცხადა. პუტინმა აღნიშნულ კონტექსტში ისაუბრა ორეშნიკის კონტინენტთაშორის ბალისტიკურ რაკეტაზე.
"თუ დასავლელი ექსპერტები ვარაუდობენ, რომ შესაძლებელია ორეშნიკის ჩამოგდება, დაე, შემოგვთავაზონ ტექნოლოგიური ექსპერიმენტი, მაღალტექნოლოგიური დუელი - შეარჩიონ რამე ობიექტი დარტყმისთვის, სიტყვაზე, კიევში, მოათავსონ იქ მთელი საკუთარი ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვისა და რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის ძალები, ჩვენ კი იქ იერიშს ორეშნიკით მივიტანთ და ვნახავთ რა მოხდება.
ასეთი ექსპერიმენტისთვის მზად ვართ. მზადაა მეორე მხარე?
საინტერესო იქნება... სასარგებლო იქნება ჩვენთვისაც და ამერიკული მხარისთვისაც." - თქვა პუტინმა.
"ბატონი ჯონსონი, კარგი ვარცხნილობით, ჩავიდა და მან თქვა, რომ მათ უკანასკნელ უკრაინელამდე უნდა იბრძოლონ. ისინიც იბრძვიან, მაგრამ ის უკრაინელები, რომელთაც ბრძოლა სურთ, მალე ამოიწურება. ჩემი აზრით, მალე აღარ დარჩებიან ისინი, ვისაც ბრძოლა სურთ“, - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.
მისი თქმით, რუსეთი მოლაპარაკებებისთვის მზად არის.
"ჩვენ მზად ვართ. მაგრამ აუცილებელია, რომ მოლაპარაკებებისთვის და კომპრომისებისთვის მეორე მხარე მზად იყოს“, - აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.