სამხრეთ-დასავლეთ ნიგერიაში, სასკოლო ღონისძიებაზე მომხდარი ჭყლეტის დროს 35 ბავშვი დაიღუპა, - ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, დაშავებულია კიდევ 6 ბავშვი.
სკოლაში ოჯახებისთვის ორგანიზებულ ღონისძიებაზე ათასობით ადამიანი იყო შეკრებილი. გავრცელებული ინფორმაციით, ჭყლეტა მას შემდეგ დაიწყო, რაც ღონისძიების ორგანიზატორებმა საკვებისა და საჩუქრების დარიგება დაიწყეს.
მომხდართან დაკავშირებით დაკავებულია რამდენიმე პირი, მათ შორის სკოლის დირექტორი.
<iframe width="560" height="315" src="https://www.youtube.com/embed/T6-AiwWKhI0?si=Ajtj_Ql_Gelxs--E" title="YouTube video player" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; clipboard-write; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture; web-share" referrerpolicy="strict-origin-when-cross-origin" allowfullscreen></iframe>