ავტორი:

"მივმართე სახელმწიფო უწყებებს, თავი შეეკავებინათ არაპროპორციული ძალის გამოყენებისგან და გაეთავისუფლებინათ დაკავებულები - მივიღე დაპირებები" - ალენ ბერსე

"მივმართე სახელმწიფო უწყებებს, თავი შეეკავებინათ არაპროპორციული ძალის გამოყენებისგან და გაეთავისუფლებინათ დაკავებულები - მივიღე დაპირებები" - ალენ ბერსე

მივიღე გარკვეული დაპირებები გაეთავისუფლებინათ ყველა ადმინისტრაციული წესით დაკავებული, - ამის შესახებ ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა, ალენ ბერსემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

  • ამასთან, მისივე თქმით, მან მიმართა სახელმწიფო უწყებებს, თავი შეეკავებინათ არაპროპორციული ძალის გამოყენებისგან.

„უწყებებთან შეხვედრისას აბსოლუტურად ცხადად განვაცხადე, რომ ფუნდამენტური უფლებები, გამოხატვის თავისუფლება, მედიის და შეკრების თავისუფლება გაწერილია ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციაში. მისი ინტერპრეტირება და განმარტება ხდება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ და ეს უნდა იყოს აბსოლუტურად დაცული და მიუღებელია მათი დარღვევა, განსაკუთრებით, დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ.

რიგი განგაშის სიგნალებისა იყო გამოგზავნილი ჩვენს პლატფორმაზე, რომლებიც ეხებოდა ჟურნალისტების წინაშე არსებულ საფრთხეებს, მათ დაცვის საჭიროება, რომლის საფრთხეც ძალიან მომეტებულია. ასევე ვნახეთ, რომ იყო ბრუტალური თავდასხმები მედიასაშუალებების წარმომადგენლების წინააღმდეგ.

მე მივმართე სახელმწიფო უწყებებს, რომ პირველ რიგში, თავი შეეკავებინათ არაპროპორციული ძალის გამოყენებისგან, სწრაფად განეხორციელებინათ დამოუკიდებელი, გამჭვირვალე და ეფექტური გამოძიება, რათა უზრუნველყოფილიყო ყველა პასუხისმგებელი პირისთვის პასუხისგების დაკისრება და ამასთან, გაეთავისუფლებინათ ყველა ადმინისტრაციული წესით დაკავებული. მივიღე გარკვეული დაპირებები ამასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ბერსემ.