ავტორი:

"შარლ მიშელი 2 არ იქნება, ტერორისტებთან მოლაპარაკება არ შეიძლება" - გვარამია განმარტავს, რატომ არ მივიდა მათი კოალიცია ალენ ბერსესთან შეხვედრაზე

"შარლ მიშელი 2 არ იქნება, ტერორისტებთან მოლაპარაკება არ შეიძლება" - გვარამია განმარტავს, რატომ არ მივიდა მათი კოალიცია ალენ ბერსესთან შეხვედრაზე

"კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერი ნიკა გვარამია განმარტავს, რატომ არ მივიდნენ, ევროსაბჭოს გენერალურ მდივანთან, ალენ ბერსესთან შეხვედრაზე.

მისი განმარტებით, "ტყვეებით ვაჭრობა და რაღაც რეფორმებზე ლაპარაკი არალეგიტიმურ და ხალხის წამებაში მხილებულ კონსტიტუციური გადატრიალების მომწყობ ბანდასთან არ შეიძლება".

"უკომენტაროდ ვდებ ალან ბერსეს ბრიფინგს (ევროსაბჭოს ხელმძღვანელის), განსაკუთრებით იმათთვის, ვისაც აღელვებდა, რატომ არ მივიდა შეხვედრაზე ჩვენი კოალიცია. ასევე ყველას მინდა შევახსენო: შარლ მიშელი 2 არ იქნება. ტერორისტებთან მოლაპარაკება არ შეიძლება. არც მოსალაპარაკებელია რამე: მხოლოდ ახალი არჩევნები. ნათქვამია და აღარ უნდა გადაიხედოს. ტყვეებით ვაჭრობა და რაღაც რეფორმებზე ლაპარაკი არალეგიტიმურ და ხალხის წამებაში მხილებულ კონსტიტუციური გადატრიალების მომწყობ ბანდასთან არ შეიძლება.

-მთავარი ამოცანა ვიზიტის არის მიმდინარე პოლიტიკური კრიზის გადაჭრაა და ეს მოხდება თუ დავიცავთ ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს და კანონის უზენაესობას.

- მივმართე სახელმწიფო უწყებებს რომ თავი შეეკავებინათ არაპროპორციული ძალების გამოყენებისგან. განეხორციელებინათ დამოუკიდებელი გამჭვირვალე გამოძიება რათა უზრუნველყოფილიყო ყველა პასუხისმგებელი პირისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება და გაეთავისუფლებინათ ყველა ადმინისტრაციული წესით დაკავებული. მივიღე გარკვეული დაპირებები ამასთან დაკავშირებით- პოლარიზაცია ძირს უთხრის დემოკრატიას. როგორც ხელისუფლება ისე ოპოზიცია ვალდებულია გახსნას დიალოგი.

- გამოვხატე შეშფოთება იმ კანონმდებლობის შესახებ რომელიც აუარესებს სამოქალაქო საზოგადოებისა და ფიზიკური პირის უფლებებს. ეს კანონმდებლობა შეიცვალოს უნდა მოვიდეს შესაბამისობაში ევროპულ სტანდარტებთან. მთავრობამ გასცა დაპირება რომ შეცვლიდან უცხოური გავლენის შესახებ კანონის შინაარსს

- შევქმნით ერთობლივ სამუშაო ჯგუფს ქართველ მხარეებთან ერთად რომ უცხოური გავლენის შესახებ კანონი იყოს შეცვლილი

- დავბრუნდები სტრასბურგში და საქმის კურსში ჩავაყენებ ყველა წევრ სახელმწიფოს ვიზიტის შედეგებთან დაკავშირებით. მივაწვდი ინფორმაციას ადამიანის უფლებათა კომისარს რომელიც გეგმავს ვიზიტს საქართველოში" - წერს გვარამია.

ოპოზიციასთან შეხვედრის თემაზე კომენტარი ბერსემაც გააკეთა. მისი თქმით, თბილისში ჩამოვიდა იმისთვის, რომ მასთან შეხვედრის შესაძლებლობა ყველასთვის გაემარტივებინა.

„სამი დღე ვიმყოფებოდი საქართველოში, სამი სრული დღე. ოთხშაბათი სრული დღე, ხუთშაბათი სრული დღე და დღევანდელი დღე, პარასკევი სრული დღე. მე გავაკეთე განცხადება, რომ მზად ვიყავი, შევხვედროდი ყველას. ახლა უკვე მხარეებმა თვითონ უნდა გადაწყვიტონ, ისარგებლებენ ამ შესაძლებლობით, თუ არა. მე ჩამოვედი აქ, ჩვენ ხომ არ ვხვდებით სტრასბურგში, ბრიუსელში - მე მოვედი აქ, იმისთვის, რომ გამემარტივებინა შესაძლებლობა ყველასთვის, რომ ისინი შემხვედროდნენ. მე ვერ გეტყვით, მხარეებმა რა შეიძლება გააკეთონ, მათ ჰქონდათ ეს შესაძლებლობა, რომ შემხვედროდნენ. ასევე, ძალიან მკაფიოდ განვაცხადე, თუ რას ვაკეთებდით აქ, რისთვის ვიყავით აქ. აუცილებლად ძალიან მკაფიოდ უნდა იყოს ყველაფერი ნათქვამი. ევროპის საბჭოს როლი გახლავთ, რაც შეიძლება ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ მხარი დავუჭიროთ დემოკრატიას, ადამიანის უფლებებს, კანონის უზენაესობას.

ბოლო კვირების განმავლობაში ჩვენ დავინახეთ, რომ ადამიანის უფლებების მდგომარეობა, ადამიანის უფლებების დაცვა იყო შეშფოთების საგანი. ამიტომაც ჩამოვედით და ამიტომაც ძალიან მკაფიო პოზიცია მეჭირა ამ სამი დღის განმავლობაში, ასევე, ძალიან მკაფიოდ ვთქვი, რა უნდა გავაკეთოთ და რას გავაკეთებთ იმისთვის, რომ დავიცვათ ადამიანის უფლებები. ასევე, ვთქვი, რომ მივიღე გარკვეული დაპირებები, თუ რა მოხდებოდა შემდეგ ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებით, კანონის უზენაესობასთან დაკავშირებით. ეს ხდება ყველაფერი ქართველი ხალხისთვის. ქართველი ხალხი არიან ევროპელები, სრული წევრები ევროპული ოჯახის და ამიტომაც, ძალიან მნიშვნელოვანია რომ ევროპის საბჭომ ეს ყველაფერი აკეთოს. მე აბსოლუტურად ღია და მზად ვიყავი, რომ შევხვედროდი ყველას და მათ ჰკითხეთ, რატომ არ შემხვდნენ. ეს არის თავისუფალი გადაწყვეტილება, მე ამასთან აბსოლუტურად მე არანაირი პრობლემა არ მაქვს. შესაძლებელია შეხვედრა და რა თქმა უნდა, როცა ტარდება შეხვედრა, შესაძლებლობა უნდა იქნას გამოყენებული“, - განაცხადა ალენ ბერსემ.

წაიკითხეთ ასევე: