ავტორი:

"ბრიფინგზე ვისმენთ რეალობას მოწყვეტილ, ბიძინასთვის საოცნებო მოლაპარაკებების საკითხებს, პროტესტს აქვს მკაფიო მოთხოვნა: ახალი არჩევნები" - ნიკა მელია ალენ ბერსეზე

"ბრიფინგზე ვისმენთ რეალობას მოწყვეტილ, ბიძინასთვის საოცნებო მოლაპარაკებების საკითხებს, პროტესტს აქვს მკაფიო მოთხოვნა: ახალი არჩევნები" - ნიკა მელია ალენ ბერსეზე

"კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას განცხადებით, ევროსაბჭოს გენერალური მდივნის დღევანდელი განცხადებები რეალობას მოწყვეტილ, ბიძინა ივანიშვილის "საოცნებო მოლაპარაკებების საკითხებს“ ეხებოდა.

მელიას ამბობს, რომ ბერსეს მისი კოალიცია არ შეხვდა, რასაც კონკრეტული მიზეზები ჰქონდა.

"გუშინ ჩვენი კოალიცია არ შეხვდა ალან ბერსეს, რასაც ჰქონდა კონკრეტული მიზეზი:

ვერ მოვისმინეთ კონკრეტიკა, თუ რა მიზანს ემსახურებოდა ვიზიტი.

დღეს, მის ბრიფინგზე ვისმენთ რეალობას მოწყვეტილ, ბიძინასთვის საოცნებო მოლაპარაკებების საკითხებს. ("რუსული კანონის“ შელამაზება და ა.შ).

პროტესტს აქვს მკაფიო მოთხოვნა: ახალი არჩევნები“,- წერს მელია.