"ფედერალისტების" ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი მწვავედ აკრიტიკებს ზურაბ და ბადრი ჯაფარიძეებს ასევე გიგი წერეთელს. ჩერგოლეიშვილი ამბობს, რომ რასაც არჩევნებთან დაკავშირებით ისინი "ქართულ ოცნებას" ედავებიან, თავის დროზე გიგი წერეთელმა "იკადრა".
"ანუ მარჯვენა და მარცხენა რა დელუზიური მანიაკია, რომ შუაში ეს სამარცხვინო, კომპრომეტირებული, გამყალბებელი, მიზოგინი, პოლიტიკურად ბანკროტი დინოზავრი უდგათ და სერიოზულად აღგვიქვითო ითხოვენ.
ორივე ჯაფარიძევ - თქვენგან განსხვავებით, მე ძალიან კონკრეტული მტკიცებულებები მაქვს, რომ რასაც ოცნებას ედავებით, ყველაფერი, სულ ყველაფერი მაგ კორუმპირებულმა დინოზავრმა იკადრა 25 წლის ახალგაზრდებთან, როცა პრაიმერიზში გრანდიოზულად ჩა**ვა.
თქვე სამარცხვინო ლუზერებო - გამყალბებელი მოქკავშირით რომ გინდათ სიმართლის მტკიცება" - წერს ჩერგოლეიშვილი.