"ქართული ოცნების" წარმომადგენელი, ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში აქვეყნებს ფოტოს 2024 წლის გაზაფხულის აქციებიდან და წერს, რომ სოციალურ ქსელში სწორედ ამ ფოტოს აზიარებენ მოქალაქეები, თითქოსდა, ის გუშინდელი აქციის ფოტო იყოს.
"გამჭვირვალობის კანონზე გაზაფხულის აქციას რომ აზიარებენ, მწვანე ხეებში მდგომ დემონსტრანტებს და ჰგონიათ ეს გუშინ ხდებოდა, ზემოდან visioner-ს დაათვლევინეს 200 000 ვიყავითო იმ ადამიანებს როგორ უნდა ავუხსნათ, რომ ევროპის გზიდან არ გადაგვიხვევია, წარმოუდგენლად მიმაჩნია", - წერს ნინო წილოსანი.
საპასუხოდ მოქალაქეებმა გუშინდელი აქციის ფოტო და ვიდეო კადრები ატვირთეს წილოსანის პოსტის კომენტარებში:
როგორ გგონიათ, გაზაფხულის შემდეგ, ეს ხალხი თქვენი მხარდამჭერი გახდა?
ძალიან ცუდი ინფორმაცია მაქვს თქვენთვის, ეს ხალხიც თქვენს წინააღმდეგ იყო.
ამას ვინ აზიარებს ყველამ კარგად იცის და ის რაც გუშინ ხდებოდა რუსთაველზე ისიც გაზაფხული იყო.
ძალიან კარგად იცით რამდენი ხალხი გამოდის ყოველდღიურად - წერენ კომენტარებში.
ცნობისთვის, 21 დეკემბერს, პროტესტის 21-ე დღეს რუსთაველის გამზირზე ათასობით ადამიანი შეიკრიბა. გაიმართა იმერლების, მეგრელების, რაჭველების მარში, ასევე თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტების მარში. საერთო ჯამში, თბილისსა და რეგიონებში 20-ზე მეტი აქცია-მსვლელობა გაიმართა. დედაქალაქში დღის ბოლოს, სხვადასხვა ქციის მონაწილეები რუსთაველზე გაერთიანდნენ, სადაც მოცეკვავეების მარშიც შედგა - მათ თბილისის მთავარ გამზირზე "ხორუმის" ცეკვით ჩაიარეს.
Visioner-მა კი დღის ბოლოს დაწერა, რომ გუშინდელ აქციაზე 200 000 ადამიანი იყო შეკრებილი. Visioner-ის მიერ გამოქვეყნებულ პოსტს X-ზე თან ერთვის Ezz Gaber--ის მიერ გადაღებული კადრები.

🇬🇪 | Magical evening in Tbilisi as an unprecedented wave of marches throughout the day culminated on Rustaveli Avenue. Over 20 marches united nearly 200,000 protesters in front of the parliament.

🎥 Ezz Gaber pic.twitter.com/URFfovkQ2b
— Visioner (@visionergeo) December 21, 2024

თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში საპროტესტო აქციები 28 ნოემბრის შემდეგ მიმდინარეობს. სწორედ ამ დღეს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მთავრობა აჩერებს ევროკავშირთან გაწევრებისთვის მოლაპარაკებებს 2028 წლამდე. აღნიშნულ განცხადებას საზოგადოების მხრიდან მწვავე პროტესტი მოჰყვა და უკვე 25-ე დღეა აქციები არ წყდება. ამ დროის განმავლობაში სპეცრაზმმა ათობით ადამიანი სცემა და დააკავა. ფიზიკურად გაუსწორდნენ ჟურნალისტებსა და ოპერატორებს. აქციების დროს დაშავდა ზოგიერთი სამართალდამცველიც.