ცნობილი ხდება, რომ ამ დროისთვის თავისუფლების მოედანზე სპეცტექნიკაა მობილიზებული.
ადგილზე განთავსებულია წყლის ჭავლის მანქანები და სახანძრო ავტომობილები.
საპოლიციო ძალები პერიმეტრს აკონტროლებენ..
ამასთან, პარლამენტთან, აქციაზე გამოჩნდა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. ის სცენისკენ გადაადგილდება.
ზურაბიშვილი შეკრებილებს მიმართავს და სავარაუდოდ, სამოქმედო გეგმას გააცნობს.