თავისუფლების მოედანი განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა დატოვეს. ტერიტორიიდან გაიყვანეს წყლის ჭავლის მანქანებიც.
ადგილზე მხოლოდ სამართალდამცავების მცირე რაოდენობა რჩება.
აღნიშნულ ფაქტს, აქციის მონაწილეების ტაში და შეძახილები მოჰყვა: “საქართველოს გაუმარჯოს”.
შეგახსენებთ პარლამენტის მიმდებარედ აქცია კვლავ მიმდინარეობს. აქციის მონაწილეებს გადაკეტილი აქვთ საავტომობილო გზა.
მოქალაქეები უკვე 25-ე დღეა საპროტესტო აქციებს მართავენ. პროტესტის მონაწილეების მოთხოვნაა აქციების პერიოდში დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლება და ახალი არჩევნების დანიშვნა. ცნობისთვის, მასშტაბური აქციები "ქართული ოცნების“ 28 ნოემბრის გადაწყვეტილებამ გამოიწვია, რომლის თანახმად, საქართველო 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს.