ავტორი:

"ყინული დაიძრა... ძალიან მალე ანდრო ჭიჭინაძესაც გარეთ ვიხილავთ" - დავით დოიაშვილი

"ყინული დაიძრა... ძალიან მალე ანდრო ჭიჭინაძესაც გარეთ ვიხილავთ" - დავით დოიაშვილი

"ჩემი აზრით, ყინული დაიძრა. გასაგებია, რომ დამნაშავედ ცნეს[გიორგი ბახუტაშვილი], მაგრამ სიტყვიერი გაფრთხილებით შემოიფარგლნენ", - ასე შეაფასა რეჟისორმა დავით დოიაშვილმა სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, მსახიობი გიორგი ბახუტაშვილი სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო, თუმცა სიტყვიერი შენიშვნა გამოეცხადა.

აღნიშნული განცხადება რეჟისორმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტებთან გააკეთა, სადაც გიორგი ბახუტაშვილის საქმეზე პროცესი გაიმართა.

“ეს [ყინული] აუცილებლად დაიძვრება, დაიძვრება, დაიძვრება და ძალიან მალე ანდრო ჭიჭინაძესაც გარეთ ვიხილავთ, იმიტომ, რომ ესენი არიან უდანაშაულოები. რეალურად, დღეს თუ არა, ხვალ, ამის აღიარება მოუწევთ”, - განაცხადა დავით დოიაშვილმა.