ავტორი:

"აუცილებელია გადაიდგას რაღაც ნაბიჯები, რომ მორჩეს ის, რაც დღეს ქვეყანაში ხდება და ბიზნესს ვნებს, ამ ნაბიჯებზე მთავრობა მუშაობს" - TAV Georgia-ს გენერალური მენეჯერი

"აუცილებელია გადაიდგას რაღაც ნაბიჯები, რომ მორჩეს ის, რაც დღეს ქვეყანაში ხდება და ბიზნესს ვნებს, ამ ნაბიჯებზე მთავრობა მუშაობს" - TAV Georgia-ს გენერალური მენეჯერი

"აუცილებელია გადაიდგას რაღაც ნაბიჯები, რომ მორჩეს ეს, რაც დღეს ქვეყანაში ხდება და ვნებს ბიზნეს. ამ ნაბიჯებზე მთავრობა მუშაობს", - ამის შესახებ თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანია TAV Georgia-ს გენერალურმა მენეჯერმა, თეა ზაქარაძემ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ მედიასთან განაცხადა.

  • თეა ზაქარაძის განცხადებით, პრემიერთან შეხვედრა "აუცილებელი და საინტერესო იყო“ და ასეთი შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება.

"ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო. გულწრფელად გეუბნებით, პრემიერმა ძალიან დეტალურად ისაუბრა. ამ ტიპის შეხვედრები ბიზნესთან და სხვებთანაც გაგრძელდება. ნამდვილად გეუბნებით, რომ აუცილებელი და საინტერესო შეხვედრა იყო“, - განაცხადა თეა ზაქარაძემ.