მედიის ინფორმაციით, ყაზახეთში ჩამოვარდა აზერბაიჯანის ავიახაზების სამგზავრო თვითმფრინავი. არსებული ინფორმაციით, უამინდობის გამო, ეკიპაჟმა გადაწყვიტა თვითმფრინავი ყაზახეთის ქალაქ აქთაუს აეროპორტში დაესვა.
თვითმფრინავი კი დაშვებისას ჩამოვარდა.
პირველადი მონაცემებით, შემთხვევა თვითმფრინავის ფრინველთან შეჯახებამ გამოიწვია. შემთხვევა ქალაქ აქთაუდან დაახლოებით, 3 კილომეტრში მოხდა.
ამ დროისთვის ვრცელდება ინფორმაცია 10 გადარჩენილის შესახებ, თუმცა სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.