დონეცკის შახტარის 22 წლის მცველმა ირაკლი აზაროვმა ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყო - ფეხბურთელი მამა პირველად გახდა.
როგორც კლუბის პრესსამსახური იტყობინება, ფეხბურთელის მეუღლე ნინის ქალიშვილი შეეძინა, რომელსაც ნილა დაარქვეს.
"23 დეკემბერს „შახტარის“ ფეხბურთელის ირაკლი აზაროვის ოჯახში ბედნიერი მოვლენა მოხდა - მის მეუღლეს ნინას შეეძინა ქალიშვილი, გოგონას დაარქვეს ნილა, სიმაღლე 48 სმ, წონა - 2900 გ.
ვულოცავთ ნინას და ირაკლის ამ ბედნიერ მომენტს ცხოვრებაში! პატარას ვუსურვებთ ჯანმრთელობას და ბედნიერებას, მთელ ოჯახს მშვიდობას, სიკეთეს და კეთილდღეობას", - წერს კლუბი.
შეგახსენებთ, რომ აზაროვი დონეცკის გუნდში 2023 წლის ზაფხულიდან თამაშობს. ამ პერიოდში ფეხბურთელმა 40 მატჩი ჩაატარა.
საქართველოს ნაკრების წევრის მეუღლემ, თბილისში, დავარაშვილის კლინიკაში იმშობიარა.