ავტორი:

"წინასწარი ინფორმაციით 25 ადამიანი გადარჩა" - რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი ბაქო-გროზნოს ავიარეისის კატასტროფაზე

"წინასწარი ინფორმაციით 25 ადამიანი გადარჩა" - რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი ბაქო-გროზნოს ავიარეისის კატასტროფაზე

აქთაუსთან მომხდარ ავიაკატასტროფას 25 ადამიანი გადაურჩა, - ამის შესახებ ინფორმაციას ყაზახეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო ავრცელებს.

  • "დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ზუსტდება. წინასწარი ინფორმაციით, 25 ადამიანი გადარჩა, მათგან 22 ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი“, - აცხადებენ ყაზახეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროში.

თვითმფრინავის ბორტზე 72 ადამიანი, მათ შორის 67 მგზავრი და ეკიპაჟის 5 წევრი იმყოფებოდა.

"აზერბაიჯანის ავიახაზების“ ცნობით, თვითმფრინავი Embraer 190, რომელიც ყაზახეთის ქალაქ აქთაუს მახლობლად ჩამოვარდა, ბაქოდან გროზნოში მიფრინავდა, თუმცა ნისლის გამო მარშრუტი შეიცვალა.