ავტორი:

ჭაბუა ამირეჯიბის სერია ილუსტრაციებითა და აქსესუარებით - "პალიტრა L- მა" საეტაპო პროექტი შექმნა

ჭაბუა ამირეჯიბის სერია ილუსტრაციებითა და აქსესუარებით - "პალიტრა L- მა" საეტაპო პროექტი შექმნა

„პალიტრა L-ის“ საჩუქარი მკითხველს - გამომცემლობამ შექმნა საეტაპო პროექტი, რომელიც ჭაბუა ამირეჯიბის ყველაზე მნიშვნელოვანი ლიტერატურული მემკვიდრეობის ერთ სერიაში გაერთიანებას გულისხმობს. პროექტის ფარგლებში ასევე შეიქმნა ყაბალახები, ჰუდები და მაისურები, რომელზეც კლასიკოსი მწერლის შემოქმედებიდან არის შემდეგი ფრაზები დატანილი: „თავისუფლება ბიძიკო, თვითონ უნდა მისცეს ადამიანმა თავის თავს!“ „ერი ესაა ხალხი დღეს, წარსულსა და მომავალში. მარადისობაა ერი!“

ჭაბუა ამირეჯიბის 5-ტომეულში შესულია XX საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი რომანი - „დათა თუთაშხია“, რომელიც სერიის პირველი ტომად გამოიცა და 16 დეკემბრიდან არის ხელმისაწვდომი „პალიტრა L-ის“ ვებგვერდსა და „ბიბლუსის“ ქსელში; ასევე რომანები: „გიორგი ბრწყინვალე“ და „გორა მბორგალი“; „ფრაგმენტები“ - ამონარიდები ავტორის პირადი ჩანაწერებიდან, ინტერვიუებიდან და საჯარო მიმართვებიდან.

„დათა თუთაშხიას“ გამოცემები განსაკუთრებულია იმითაც, რომ მასში რევაზ თარხან-მოურავის ილუსტრაციებია შესული. აღნიშნული ილუსტრაციები, რომელიც ავტორმა კლასიკოს მწერალს უსახსოვრა, აქამდე არცერთ გამოცემაში არ გვხვდება.

წიგნებს თან დართული აქვს QR კოდი, რომლითაც მკითხველს შეეძლება ნახოს ფილმი „ჭაბუას პერსონაჟები“. ფილმი მწერლის შვილის, ქუცნა ამირეჯიბის ავტორობით არის შექმნილი.

აღსანიშნავია, რომ სერიის ტომები ყოველთვიურად გამოიცემა და ერთი კვირის განმავლობაში სპეციალურ ფასად, 14 ლარად იქნება ხელმისაწვდომი.

R