ზუგდიდის საკრებულოში ხმაური და დაპირისპირება იყო. ხმაური მოჰყვა ოპოზიციონერი დეპუტატების მიერ მოწყობილ პერფორმანსს. მათ სხდომაზე ბანერი მიიტანეს, რომელზეც თბილისში აქციებზე დაშავებული ადამიანების იყო გამოსახული.
ოპოზიციის ამ ქმედებას უმრავლესობის გაღიზიანება მოჰყვა. დეპუტატები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.
"კობახიძემ, აი, ასე მიულოცა ახალი წელი და აი, ასეთი ახალი წლით ხვდება ჩვენს ქვეყანას და საზოგადოებას. ამ ფოტოებზე ზონდერების მიერ ნაცემი ხალხია გამოსახული. ასიათასობით ადამიანი რუსთაველის გამზირზე 29 დღეა იმყოფება, ამასთან, მიტინგები საქართველოს სხვადასხვა ქალაქებშიც მიმდინარეობს. ადამიანებს იმის გამო აჯარიმებენ, რომ შეძახილებით - „საქართველოს გაუმარჯოს“ და საქართველოს დროშებით, ავტომანქანებით კოლონებს ახორციელებენ“, - ასე მიმართა ზუგდიდის საკრებულოში ოპოზიციონერმა დეპუტატმა „ქართული ოცნების“ წევრებს.
აღნიშნული განცხადების შემდეგ, საკრებულოში „ქართული ოცნების“ წევრებმა ოპოზიციონერებს 2012 წლამდე პერიოდში შეახსენეს.
გარდა ამისა, სხდომათა დარბაზში დაწყებული სიტყვიერი დაპირისპირება საკრებულოს დერეფანში გაგრძელდა, თუმცა ამ დროისთვის, ვითარება განმუხტულია.