ავტორი:

გორში პატრულის მანქანა სასწრაფო დახმარების მანქანას შეეჯახა, რომელსაც მძიმე პაციენტი გადაჰყავდა - რა დეტალები ხდება ცნობილი

გორში პატრულის მანქანა სასწრაფო დახმარების მანქანას შეეჯახა, რომელსაც მძიმე პაციენტი გადაჰყავდა - რა დეტალები ხდება ცნობილი

რამდენიმე წუთის წინ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა გორში. მშვიდობის გამზირზე ერთმანეთს სასწრაფო დახმარების და საპატრულო პოლიციის ავტომობილები შეეჯახა.

  • შემთხვევის დროს, სასწრაფო დახმარების ბრიგადას პაციენტი კლინიკაში გადაჰყავდა, მომხდარის გამო სასწრაფო დახმარების სხვა ბრიგადის გამოძახება მოხდა, რომლითაც პაციენტი, 60 წელს გადაცილებული მამაკაცი სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, თუმცა კლინიკაში მიყვანამდე პაციენტი გარდაიცვალა.

გარდაცვლილის ახლობლების ინფორმაციით, მამაკაცი ონკოლოგიური პაციენტი იყო, ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა ჰქონდა, რის გამოც, მოხდა სასწრაფოს გამოძახება.

მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება, შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.