ავტორი:

"ჯერ დას მანქანა შეაჯახა, შემდეგ დანით დაზიანებები მიაყენა.. ქალი ადგილზე გარდაიცვალა" - უმძიმეს დანაშაულში ბრალდებულს განაჩენი გამოუტანეს

"ჯერ დას მანქანა შეაჯახა, შემდეგ დანით დაზიანებები მიაყენა.. ქალი ადგილზე გარდაიცვალა" - უმძიმეს დანაშაულში ბრალდებულს განაჩენი გამოუტანეს

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე ოჯახის წევრის მკვლელობაში ბრალდებულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

ინფორმაციას მთავარი პროკურატურა ავრცელებს.

"სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2024 წლის 16 მაისს, გარდაბანში, ბრალდებულმა, გენდერის ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით, განსაკუთრებული სისასტიკით მოკვლის მიზნით, დას ავტომანქანა შეაჯახა, რის შემდეგაც უმწეო მდგომარეობაში მყოფ დაზარალებულს დანით დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 109-ე მუხლის „ე“ , „თ“, „კ“ და „მ“ (განზრახ მკვლელობა დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ, გენდერის ნიშნით, ოჯახის წევრის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით) ქვეპუნქტებით წარედგინა.

სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 18 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა" - ნათქვამია ინფორმაციაში.