პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ოპოზიცია საჯარო დისკუსიას გაურბის. ამის მაგალითად მან მოიყვანა ის ფაქტი, რომ რამდენიმე დღის წინ შოთა არველაძეს საჯარო დისკუსია შესთავაზე, თუმცა უარი მიიღო.
"თქვენ გახსოვთ რამდენჯერ შევთავაზე სხვადასხვა სუბიექტს საჯარო დისკუსია ყველა ამ თემაზე, ახალგაზრდებზეც გავაკეთე აქცენტი... შემდეგ გამოვიდა შოთა არველაძე და გამოთქვა სინანული, რომ ხელისუფლება არ ესაუბრებოდა ხალხს...
აქაც მას მივმართე, წამოეყვანა 10-12 კაცი, ვის კომპეტენციასა და გულწრფელობაშიც იყო დარწმუნებული... აქაც ვნახეთ გარიდება საჯარო დისკუსიისგან. ისევე ეშინიათ დისკუსიის, როგორც გინახავთ ფილმებში, ეშმაკს რომ ჯვარს აჩვენებენ და ისტერიკას რომ უპირისპირებს. რადიკალური ოპოზიცია და საჯარო დისკუსია არის დაშორიშორებული ცნებები. გულწრფელად ეშინიათ..." - თქვა პრემიერმა "იმედის ეთერში.
რამდენიმე კვირის წინ პრემიერმა თქვა, რომ დისკუსიებს და დიალოგს ალტერნატივა არ აქვს. ამიტომ, მზად არის ნებისმიერ მსურველთან, ნებისმიერი სახის დისკუსია გამართოს.“ყველა გაურბის, 2 ადამიანს ჰქონდა მცდელობა შემოსულიყო დისკუსიაში და ისე დააბულინგეს, რომ ვერ შეძლეს. ყველას ეშინია.
"....აქვე ვაკეთებ ამ შეთავაზებას, შოთა არველაძემ წამოიყვანოს ვისი კომპეტენციისაც სჯერა, დავსხდეთ და ვილაპარაკოთ. რამდენჯერაც გავაკეთე ასეთი შეთავაზება, მივიღე პასუხად დუმილი,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ნახეთ ასევე: