ავტორი:

როგორი ამინდი იქნება ახალ წელს საქართველოში?

როგორი ამინდი იქნება ახალ წელს საქართველოში?

სულ მალე ქვეყანა 2025 წლის დადგომას იზეიმებს. თუ როგორი ამინდი იქნება საქართველოში ახალ წელს, გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის, ამინდის გრძელვადიანი პროგნოზების განყოფილების უფროსი სპეციალისტი - თამარ პაპაშვილი გაგვაცნობს...

- ახალი წლის დღეებში საქართველოს ტერიტორიაზე ძლიერი ნალექები მოსალოდნელი არ არის, თუმცა 30 და 31 დეკემბერს, ასევე 1 იანვრის დღის პირველ ნახევარში მცირე წვიმაა მოსალოდნელი დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში, მეტწილად სანაპირო ზოლში.

მაღალმთიან რაიონებში კი მცირე თოვლი. 2 იანვრიდან 6 იანვრამდე კი უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა ნალექიან დღეებში +7+12 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო შემდგომში +14+16 გრადუსამდე მოიმატებს.

აღმოსავლეთ საქართველოში ნალექიანი დღეები მოსალოდნელია მხოლოდ მაღალმთიან რეგიონებში. 2 იანვრიდან აქაც გამოიდარებს.

აღმოსავლეთ საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე ახალი წლის დღეებში უმეტესად უნალექო, თუმცა ქარიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 31 დეკემბერს და 1 იანვარს +4+9 გრადუსი, შემდეგ დღეებში კი +12 გრადუსამდე მოიმატებს.

თბილისში უმეტესად უნალექო ამინდია, თუმცა 1 იანვარს დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა +5+7 გრადუსი დაფიქსირდება