“ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრი“ რუსთაველის აქციაზე დაკავებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის შესახებ სოციალურ ქსელში წერს, სადაც ასევე აღნიშნულია, რომ მისი კოლეგები “მასთან ერთად არიან ციხეში“.
“გილოცავთ ახალ წელს, ანდრო!
შენ ჩვენთან ხარ და ჩვენ - ქუჩაში ვართ!
ჩვენ არ ვხვდებით ახალ წელს სახლებში!
ჩვენ ვერ ავალთ სცენაზე - შენს გარეშე!
“ახალი თეატრიც ” დღეს ციხეშია და ისიც შენთან ერთად განთავისუფლდება!
ახალ 2025 წელს - ერთად, თავისუფლებით, ევროპისკენ!“ - წერს თეატრი.
იხილეთ ასევე: