ავტორი:

პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს - ამ დროისთვის რუსთაველის გამზირი გადაკეტილია

პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს - ამ დროისთვის რუსთაველის გამზირი გადაკეტილია

პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია დაიწყო. რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებმა საავტომობილო გზა უკვე გადაკეტეს.

უწყვეტი პროტესტის 41-ე დღეს საკანონმდებლო ორგანოსთან მოქალაქეები უცვლელი მოთხოვნით შეიკრიბნენ - ჩატარდეს ახალი არჩევნები და გამოუშვან აქციების პერიოდში დაკავებული პირები.

ცნობისთვის, მოქალაქეები პრემიერ-მინისტრის 28 ნოემბრის განცხადებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც, ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი.