სომხეთი რეალურად საფრთხის წყაროა რეგიონისთვის, დამოუკიდებელი სომხური სახელმწიფო, ფაქტობრივად, ფაშისტური სახელმწიფოა, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ადგილობრივ ტელეარხებთან ინტერვიუში განაცხადა.
"ასეთი ფაშისტური სახელმწიფოს მეზობლები ვართ და ფაშიზმის საფრთხე არ ქრება. ფაშიზმი უნდა განადგურდეს. მას ან სომხეთის ხელმძღვანელობა, ან ჩვენ გავანადგურებთ. სხვა არჩევანი არ გვაქვს“, - აღნიშნა ალიევმა.