ევროკავშირი მის სუვერენულ საზღვრებზე სხვა ქვეყნების თავდასხმას არ დაუშვებს, - ასე ეხმაურება საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჟან-ნოელ ბარო გრენლანდიაზე კონტროლის მოპოვების შესახებ აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებას.
შეგახსენებთ, აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მედიასთან საუბარში კითხვაზე, გამორიცხავს თუ არა ის სამხედრო ან ეკონომიკური ძალის გამოყენებას პანამის არხსა და გრენლანდიაზე კონტროლის მოსაპოვებლად, უპასუხა: "არა“.
"არა. დარწმუნებით ვერ გეტყვით, ამ ორიდან რომელს, მაგრამ ამის თქმა შემიძლია. ჩვენ გვჭირდება ისინი ეკონომიკური უსაფრთხოებისთვის“, - განაცხადა ტრამპმა.