ავტორი:

"მამა ციხეში უნდა მოკვდეს" - რას ჰყვება შვილი კაცზე, რომელიც ცოლს პრეპარატებით აძინებდა და უცხო პირებს მის გაუპატიურებას სთავაზობდა

"მამა ციხეში უნდა მოკვდეს" - რას ჰყვება შვილი კაცზე, რომელიც ცოლს პრეპარატებით აძინებდა და უცხო პირებს მის გაუპატიურებას სთავაზობდა

საფრანგეთის სასამართლომ 20-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა 72 წლის დომინიკ პელიკოტს - მამაკაცი წლების განმავალობაში დამამშვიდებელი პრეპარატებით აძინებდა საკუთარ ცოლს და უცნობ პირებს ინტერნეტით სთავაზობდა მის გაუპატიურებას, რასაც კამერით იღებდა. მან დანაშაული აღიარა, თუმცა როგორც მისი ადვოკატი ამბობს, შეიძლება განაჩენი გაასაჩივროს.

განაჩენთან დაკავშირებით BBC-ის ჟიზელ პელიკოტის ქალიშვილი, კეროლაინ დარიანი ესაუბრა:

"2020 წლის ნოემბრის საღამოს, 20:25 საათზე დედამ დამირეკა და მომიყვა, რომ მამა მასზე წლების განმავლობაში ძალადობდა. იმ მომენტში დავკარგე ჩვეულებრივი ცხოვრება. მახსოვს, ვყვიროდი, ვტიროდი... ეს იყო მიწისძვრა. ცუნამი."

აღსანიშნავია, რომ დომიკის პელიკოტის ლეპტოპში თავისი ქალიშვილის ფოტოც იპოვეს. ეს ფოტო კეროლაინს პოლიციამ აჩვენა: მასზე გამოსახული იყო საწოლზე მწოლიარე უგონო ქალი, რომელსაც მხოლოდ მაისური და საცვალი ეცვა.

"ვიცი, რომ მან ნარკოტიკი მომცა, ალბათ სექსუალურადაც იძალადა. მაგრამ ამის არანაირი მტკიცებულება არ გამაჩნია", - ამბობს ის.

მამის დანაშაულის გამოვლენის შემდეგ, დარიანმა წიგნი დაწერა, რომელიც ოჯახის ტრავმას იკვლევს. მისი თქმით, ჟიზელს თავიდან გაუჭირდა იმის გაცნობიერება, რომ დომინიკი მათ ქალიშვილზეც ძალადობდა.

„დედისთვის ძნელია ამ ყველაფრის ერთბაშად ინტეგრირება. როცა წარსულზე ვფიქრობ, მამა სხვანაირად მახსენდება, დღეს კი მხოლოდ მოძალადეა. ის ციხეში უნდა მოკვდეს“, - ამბობს კეროლაინი.

წყარო