"გახარია საქართველოსთვის" განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ბათუმში მათი გუნდის ახალგაზრდული ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერი, მათე ცენტერაძე დააკავეს.
"ბათუმში დააკავეს ჩვენი გუნდის ახალგაზრდული ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერი, მათე ცენტერაძე. რეჟიმი აგრძელებს ახალგაზრდებზე ნადირობას. მოვითხოვთ, დროულად გათავისუფლდეს მათე და ყველა უკანონოდ დაკავებული პირი" - ნათქვამია ინფორმაციაში.
ცნობისთვის, ბათუმში პოლიციის მთავარ სამმართველოსთან ხმაური იყო. სამართალდამცავებმა რამდენიმე პირი დააკავეს. აქციის მონაწილეების თქმით, რამდენიმე პირი „ასფალტზე ფურცლის გაკვრის გამო“ დააკავეს.
„ისინი ასფალტზე წარწერამ გააღიზიანა, რეპრესიები დაიწყეს. თუ ასფალტზე გაკვრა არის დანაშაული ჩვენც დაგვაკავეთ. ცარიელი ფურცლების გამო იჭერენ ადამიანებს, მსგავსი ხდება რუსეთში”,- აცხადებენ აქციის მონაწილეები.