ავტორი:

“გააჩერეთ რეპრესიები, სანამ გვიანი არ არის!“ - გიორგი გახარია

“გააჩერეთ რეპრესიები, სანამ გვიანი არ არის!“ - გიორგი გახარია

“გააჩერეთ ეს რეპრესიები, სანამ გვიანი არ არის! პერსონალურ პასუხისმგებლობას ვერავინ გაექცევა!,“ - ამის შესახებ “საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია სოციალურ ქსელში წერს.

  • მისი თქმით, “რეჟიმის მთავარი სამიზნე ახალგაზრდები არიან - ვინც ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული, ევროპული მომავლისთვის იბრძვის!”.

“ბათუმში გუშინ და დღეს ჩვენი გუნდის ახალგაზრდები, მათე და ელიზბარი დააკავეს. ასევე დაკავებულები არიან სხვა ახალგაზრდები, ჟურნალისტები. გააჩერეთ ეს რეპრესიები, სანამ გვიანი არ არის! პერსონალურ პასუხისმგებლობას ვერავინ გაექცევა!

თავისუფლება ყველა უკანონო პატიმარს! დაინიშნოს ახალი არჩევნები!“, - წერს გახარია “ფეისბუქზე“.

  • პარტია “გახარია საქართველოსთვის“ ინფორმაციით, ბათუმში, მთავრობის სახლთან მიმდინარე აქციაზე დაკავებულთა შორისაა ელიზბარ ჩხიკვაძე.

პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ “რეჟიმის მთავარი სამიზნე ახალგაზრდები არიან“.

“ბათუმში სულ ცოტა ხნის წინ ჩვენი გუნდის კიდევ ერთი ახალგაზრდა წევრი, ელიზბარ ჩხიკვაძე დააკავეს! რეჟიმის მთავარი სამიზნე ახალგაზრდები არიან, ადამიანები, რომლებსაც ერთადერთი მოთხოვნა აქვთ - იცხოვრონ ნორმალურ, დემოკრატიულ, ევროპულ სახელმწიფოში.

თავისუფლება უკანონო პატიმრებს! დაინიშნოს ახალი არჩევნები!“, - წერია პარტიის განცხადებაში.