რესტორან “ბაბილოსთან“, სადაც პოლიციამ რამდენიმე აქტივისტი დააკავა, ისევ ხმაურია.
შეკრებილები მოსამართლეების კორპორატიულ წვეულებას აპროტესტებენ. ისინი აქციების მიმდინარეობისას დაკავებულების გათავისუფლებას მოითხოვენ და პროტესტს ხმაურით, კვერცხების სროლით გამოხატავენ.
მიმდებარე ტერიტორიაზე ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. სამართალდამცველებმა დააკავეს ერთ-ერთი გოგონა, ნუცა მახარაძე.
როგორც მისი მეგობრები წერენ, ნუცა მახარაძემ დაკავებისას გონება დაკარგა.
“ბაბილოსთან დააკავეს ნუცა მახარაძე!!! ათრიეს, ცუდად გახდა და გონება დაკარგა! გთხოვთ ვინმეს კადრები თუ გაქვთ ძალიან დაგვეხმარებით,“ - წერს თამუნა შუშანაშვილი.
“ნუცა მახარაძე-ის დაკავება! ცუდად გახდა, გონება დაკარგა და ამ მდგომარეობაში დააკავეს!“ - წერს მარიამ გეგუჩაძე და “ტვ პირველის“ მიერ გადაღებულ კადრებს ავრცელებს.