აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან სპეცრაზმი განლაგდა. ადგილზე ცოტა ხნის წინ, საპროტესტო აქციის მონაწილეები მივიდნენ.
შეკრებილები დაკავებულთა გათავისუფლებას მოითხოვენ. მათი თქმით, დაკავებულებს კანონი არ დაურღვევიათ, ისინი სტიკერების გაკვრას ცდილობდნენ.
საპროტესტო აქციის მონაწილეები, მანამდე წინასწარი დაკავების იზოლატორთანაც იყვნენ შეკრებილი.