ავტორი:

შსს-ს ინფორმაციით, რესტორან "ბაბილოსთან" საპროტესტო აქციაზე ადმინისტრაციული წესით 9 პირია დაკავებული - ტერიტორია საპოლიციო ძალებმა დატოვეს

შსს-ს ინფორმაციით, რესტორან "ბაბილოსთან" საპროტესტო აქციაზე ადმინისტრაციული წესით 9 პირია დაკავებული - ტერიტორია საპოლიციო ძალებმა დატოვეს

თბილისში, რესტორან "ბაბილოსთან" მიმდინარე საპროტესტო აქციაზე 9 პირი დააკავეს. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს.

როგორც უწყებაში აცხადებენ, ყველა მათგანი ადმინისტრაციული წესით, დაკავებულია 166-ე და 173-ე მუხლებით არის დაკავებული.

  • რესტორნის მიმდებარე ტერიტორია საპოლიციო ძალებმა დატოვეს.

ადგილზე რჩებიან აქციის მონაწილეები და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები. გაიხსნა საავტომობილო მოძრაობაც.

შეგახსენებთ, რესტორან „ბაბილოსთან“ აქცია დაახლოებით 15:00 საათიდან მიმდინარეობს, იმ დროიდან, რაც რესტორანში მოსამართლეებმა დაიწყეს შეკრება. რესტორანში კორპორაციული წვეულება მიმდინარეობდა. ადგილზე ვითარება არაერთხელ დაიძაბა. ტერიტორიაზე საპოლიციო ძალების განსაკუთრებული რაოდენობის მობილიზება გახდა საჭირო, მათ შორის ტერიტორიაზე განლაგდნენ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წარმომადგენლები. საბოლოოდ მოსამართლეებმა რესტორანი საპოლიციო კორდონის საშუალებით დატოვეს.

იხილეთ ასევე: