ავტორი:

"მჩაგვრელი რეჟიმები ფრთხილად უნდა იყვნენ, როდესაც ოპონენტებს ლიეტუველებს ადარებენ, რადგან ლიეტუველებს გამარჯვების ისტორია აქვთ" - გაბრიელიუს ლანდსბერგისი პაპუაშვილს პასუხობს

"მჩაგვრელი რეჟიმები ფრთხილად უნდა იყვნენ, როდესაც ოპონენტებს ლიეტუველებს ადარებენ, რადგან ლიეტუველებს გამარჯვების ისტორია აქვთ" - გაბრიელიუს ლანდსბერგისი პაპუაშვილს პასუხობს

ლიეტუვის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი ეხმიანება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებას. "ისე, რომ ვიცოდეთ, საჭმელში ჩაფურთხება და ამგვარი ზურგს უკან საქციელი ლიეტუვური სტილია", - განცხადა შალვა პაპუაშვილმა ზოგიერთი მოქალაქის მოწოდების საპასუხოდ.

  • "მჩაგვრელი რეჟიმები ფრთხილად უნდა იყვნენ, როდესაც ოპონენტებს ლიეტუველებს ადარებენ, რადგან ლიეტუველებს მსგავს სიტუაციებში გამარჯვების ისტორია აქვთ" - წერს გაბრიელიუს ლანდსბერგისი X-ის ოფიციალურ გვეერდზე.

წაიკითხეთ ვრცლად:

"ისე, რომ ვიცოდეთ, საჭმელში ჩაფურთხება და ამგვარი ზურგს უკან საქციელი ლიეტუვური სტილია" - რას წერს შალვა პაპუაშვილი