ავტორი:

უწყვეტი პროტესტის 47-ე დღე - რუსთაველის გამზირი კვლავ გადაკეტილია

უწყვეტი პროტესტის 47-ე დღე - რუსთაველის გამზირი კვლავ გადაკეტილია

პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია დაიწყო. აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირზე საავტომობილო გზა გადაკეტეს.

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის პარალელურად აქცია იმართება საზოგადოებრივ მაუწყებელთან, საიდანაც აქციის მონაწილეები მსვლელობით ასევე პარლამენტთან გადაინაცვლებენ.

აქციას შეუერთდება ფარმაცევტების მარშიც, რომლის მონაწილეებიც ფილარმონიის ტერიტორიიდან პარლამენტის მიმართულებით საპროტესტო მსვლელობას გამართავენ.

უწყვეტი პროტესტის 47-ე დღესაც მომიტინგეების მთავარი მოთხოვნა ახალი არჩევნები და აქციების პერიოდში დაკავებული პირების უპირობო გათავისუფლებაა.