ავტორი:

გრენლანდიის პრემიერ-მინისტრი, ამბობს, რომ მზადაა ტრამპთან მოლაპარაკებებისთვის - "გვსურს მჭიდრო თანამშრომლობა"

გრენლანდიის პრემიერ-მინისტრი, ამბობს, რომ მზადაა ტრამპთან მოლაპარაკებებისთვის - "გვსურს მჭიდრო თანამშრომლობა"

გრენლანდიის პრემიერ-მინისტრი მუთი ეგედე ამბობს, რომ გრენლანდიას სურს, მჭიდრო თანამშრომლობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან თავდაცვისა და სამთო რესურსების მიმართულებით.

  • ეგედეს განცხადებით, მისი მთავრობა ეძებს გზებს, რომ იმუშაოს აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან. გარდა

პრემიერ მინისტრმა ეგედემ მანამდე თქვა, რომ გრენლანდია არ "იყიდება", თუმცა ახლა აცხადებს, რომ მზადაა მოლაპარაკებებისთვის, თუმცა დასძინა, რომ ამ მიწით სარგებლობა "გრენლანდიის საქმეა".

"გრენლანდია გადაწყვეტს, რა შეთანხმებამდე მივიდეს", - ამბობს ეგედე.

  • დონალდ ტრამპმა გრენლანდიის ყიდვა ჯერ კიდევ პირველი საპრეზიდენტო ვადის ბოლოს სცადა, თუმცა მაშინ დანიამ გაყიდვაზე უარი განაცხადა. ტრამპი ამ იდეას თეთრ სახლში დაბრუნებამდე ისევ მიუბრუნდა - ამჯერად მუქარით.

"ის ჩვენი ეკონომიკური უსაფრთხოებისთვის გვჭირდება" - თქვა ტრამპმა და დაამატა, რომ შესაძლოა, მან დანიას მაღალი ტარიფები დაუწესოს.

ბოლო ხუთი წლის განმავლობაში პლანეტის უდიდესი კუნძულის სამხედრო და ეკონომიკური მნიშვნელობა მხოლოდ გაიზარდა. ეს ყველაფერი გლობალური დათბობის, უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის და ჩინეთის სამხედრო და ეკონომიკური პოზიციების გაძლიერების შედეგია.

კუნძულის ტერიტორიის 80%-ზე მეტი ყინულით არის დაფარული. მოსახლეობა მხოლოდ 60 000 ადამიანს შეადგენს. მაგრამ გრენლანდია უამრავი სასარგებლო წიაღისეულითაა სავსე. მყინვარების დნობით კი მინერალების მოპოვება უფრო ადვილი ხდება.

  • გრენლანდიაში არის ნავთობი, ურანი და იშვიათი ლითონები: ნეოდიმი, პრაზეოდიმი, დისპროსიუმი და ტერბიუმი. ისინი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია თანამედროვე მაღალტექნოლოგიური წარმოებისთვის.

ჩინეთმა დეკემბერში შეზღუდა ამერიკაში გალიუმის, გერმანიუმის და ანტიმონის მიწოდება, რომლებიც ფართოდ გამოიყენება თავდაცვის ინდუსტრიაში. შეერთებული შტატები არის პლანეტის უმდიდრესი ქვეყანა და ნავთობის უმსხვილესი მწარმოებელი. ამ ტიტულის შესანარჩუნებლად, ტრამპის აზრით, გრენლანდიაა საჭირო.

კუნძულის მდებარეობა სტრატეგიულად მნიშვნელოვანია. გრენლანდიის გავლით გადის უმოკლესი გზა ევროპიდან ჩრდილოეთ ამერიკამდე. შეერთებულ შტატებს კუნძულზე სამხედრო ბაზა ჰქონდა სსრკ-სთან ცივი ომის შემდეგ. ატლანტის ოკეანის მონაკვეთი გრენლანდიას, ისლანდიასა და დიდ ბრიტანეთს შორის (ფარერ-ისლანდიის საზღვარი, ან GIUK) რუსეთსა და ევროპას შორის სამხედრო კონფლიქტის შემთხვევაში თავდაცვის მთავარი ხაზია.

გრენლანდიაში არის ნავთობი, ურანი და იშვიათი ლითონები: ნეოდიმი, პრაზეოდიმი, დისპროსიუმი და ტერბიუმი. ისინი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია თანამედროვე მაღალტექნოლოგიური წარმოებისთვის.ჩინეთმა დეკემბერში შეზღუდა ამერიკაში გალიუმის, გერმანიუმის და ანტიმონის მიწოდება, რომლებიც ფართოდ გამოიყენება თავდაცვის ინდუსტრიაში. შეერთებული შტატები არის პლანეტის უმდიდრესი ქვეყანა და ნავთობის უმსხვილესი მწარმოებელი. ამ ტიტულის შესანარჩუნებლად, ტრამპის აზრით, გრენლანდიაა საჭირო.