კულინარია ხელოვნებაა, რომელიც არა მარტო შესანიშნავი კერძების შექმნას გვასწავლის, არამედ სხვადასხვა კულტურის, ისტორიისა და ტრადიციების გაცნობის საშუალებასაც გვაძლევს. თუ კულინარია თქვენი ჰობია, გინდათ განვითარდეთ ამ სფეროში, ისწავლოთ გემრიელი კერძების მომზადება და არ გეშინიათ სამზარეულოში ექსპერიმენტების, კულინარიული წიგნები იდეალური არჩევანი იქნება.
ამ წიგნებით არა მხოლოდ ისწავლით ახალ რეცეპტებს, არამედ გააცოცხლებთ მათ ისტორიას და აღმოაჩენთ მსოფლიო სამზარეულოს საიდუმლოებებს.
1. ჯეინ ოსტინის სამზარეულო
ჯეინ ოსტინის შემოქმედებაში საკვებს მნიშვნელოვანი როლი უკავია: პიკნიკები ბოქს-ჰილზე, ვახშმები ნეზერფილდში და მარწყვის კრეფა დონველის სააბატოს მდელოებზე საოცარ გასტრონომიულ ატმოსფეროს ქმნიან, რომელიც მკითხველს წინა საუკუნეებში ამოგზაურებს. წიგნში 70-ზე მეტი რეცეპტია თავმოყრილი, რომლებიც ოსტინისეული სამყაროს სურნელს ატარებს. მაგალითად:
ეს წიგნი იდეალურია მათთვის, ვინც ჯეინ ოსტინის შემოქმედებითაა მოხიბლული და სურს მისი ლიტერატურული სამყაროს კულინარიული ასპექტები უკეთ გაიცნოს.
2. შოკოლადის ოქროს წიგნი
შოკოლადის მოყვარულთათვის ეს წიგნი ნამდვილი საგანძურია. ის მოიცავს უგემრიელესი დესერტების რეცეპტებს, მათ შორის: ტორტები, მაფინები, ნაყინი, კრემები და სასმელები. წიგნი იწყება შოკოლადის ისტორიით ანტიკური ხანიდან დღემდე, რაც საშუალებას გაძლევთ, არა მხოლოდ მოამზადოთ შოკოლადისგან შედევრები, არამედ უფრო ღრმად ჩასწვდეთ მის კულტურულ მნიშვნელობას.
3. კლასიკური ქართული სამზარეულო
საქართველო თავისი ტრადიციული სამზარეულოთი მსოფლიოს კულინარიული კულტურის ნამდვილი მარგალიტია. ეს წიგნი მოიცავს საქართველოს ყველა რეგიონის კერძებს, რაც უნიკალურ შანსს გაძლევთ, აღმოაჩინოთ სხვადასხვა რეგიონის გემოვნება, რომელიც ქვეყნის კულტურულ მრავალფეროვნებას ასახავს. ეს წიგნი იდეალურია მათთვის, ვისაც სურს ეროვნული კერძების მომზადება და მათი კულტურული მნიშვნელობის გაცნობა.
4. ბურგერები
ბურგერები – სწრაფი, გემრიელი და მრავალფეროვანი კერძია, რომელიც ყველას უყვარს. ეს წიგნი შეიცავს ბურგერის უამრავ რეცეპტს, დაწყებული კლასიკური ამერიკული ვარიანტიდან, ტაილანდური და ეგზოტიკური რეცეპტებით დამთავრებული. აქვეა ჰოთ-დოგების რეცეპტებიც, რაც საშუალებას გაძლევთ, ოჯახთან და მეგობრებთან ერთად, გემოების დაუვიწყარი მოგზაურობა მოაწყოთ.
5. პიცა
პიცა არის კერძი, რომელიც აერთიანებს ტრადიციას, გემოვნებას და სიახლეს. ეს წიგნი გასწავლით, როგორ მოამზადოთ ნეაპოლური, ძველი იტალიური და თანამედროვე პიცები. მასში დეტალურადაა აღწერილი ცომის მოზელის პროცესი, ტოპინგების მომზადების ხრიკები და პიცის სახლში გამოცხობის უპირატესობები.
ეს წიგნები არა მხოლოდ გემრიელი კერძების მომზადებაში დაგეხმარებათ, არამედ მოგცემენ შანსს, გაიგოთ მეტი სხვადასხვა კულტურასა და ისტორიაზე. თუ კულინარია თქვენი გატაცებაა, ეს კოლექცია ნამდვილად დაგეხმარებათ, სამზარეულოში გატარებული დრო სასიამოვნო და შემოქმედებითი გახადოთ.
R