ავტორი:

"შოკირებული ვარ გიორგი გახარიაზე თავდასხმით - დანაშაული უნდა იქნას გამოძიებული" - გერმანელი მინისტრი

"შოკირებული ვარ გიორგი გახარიაზე თავდასხმით - დანაშაული უნდა იქნას გამოძიებული" - გერმანელი მინისტრი

ძალიან შოკირებული ვარ გიორგი გახარიაზე თავდასხმით, პოლიტიკურ ძალადობას ადგილი არ უნდა ჰქონდეს დემოკრატიებში. ამის შესახებ გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების მინისტრი, სვენია შულცე X-ის საკუთარ გვერდზე წერს.

“ძალიან შოკირებული ვარ ყოფილ პრემიერ-მინისტრსა და ოპოზიციურ ლიდერზე გიორგი გახარიაზე თავდასხმით. სწრაფ გამოჯანმრთელებასა და ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ. ეს დანაშაული გამოძიებულ უნდა იქნას. პოლიტიკურ ძალადობას ადგილი არ უნდა ჰქონდეს დემოკრატიებში”, - წერს შულცე.