ავტორი:

რუსმა დიპლომატებმა ბრიტანეთის პარლამენტის შენობის იმ ნაწილში შეაღწიეს, რომელიც ვიზიტორებისთვის დახურულია - ისინი დაცვამ გამოაძევა: რას წერს Guardian?

რუსმა დიპლომატებმა ბრიტანეთის პარლამენტის შენობის იმ ნაწილში შეაღწიეს, რომელიც ვიზიტორებისთვის დახურულია - ისინი დაცვამ გამოაძევა: რას წერს Guardian?

რამდენიმე რუსი დიპლომატი, რომლებიც ლონდონში, ბრიტანეთის პარლამენტის შენობის დასათვალიერებლად მივიდნენ, მთავარ ჯგუფს გამოეყო და ლორდთა პალატის შენობაში შევიდა, რომელიც ვიზიტორებისთვის დახურულია.

  • დიპლომატები აღნიშნული შენობიდან დაცვამ გააძევა. ინფორმაციას ამის შესახებ "გარდიანი" აქვეყნებს.

გამოცემის ცნობით, ინციდენტი შობის წინა დღეს მოხდა. ცნობისთვის, ბრიტანელები შობას 25 დეკემბერს აღნიშნავენ. ინფორმაცია კი "გარდიანმა 16 იანვარს გამოაქვეყნა.

  • "სავარაუდოდ სურდათ, კრემლს ეამაყა იმით, თუ როგორ შეაღწიეს რუსმა დიპლომატებმა ბრიტანეთის პარლამენტში", - ციტირებს გამოცემა წყაროს სიტყვებს.

ბრიტანეთის მთავრობამ მომხდარი სერიოზულად მიიღო და პარლამენტის ორივე - თემთა და ლორდთა პალატის წევრებს გაუგზავნეს წერილი, სადაც აფრთხილებდნენ, რომ არ მიიწვიონ რუსი დიპლომატები პარლამენტის შენობაში.

Guardian-ი წერს, რომ უცნობია, რუსი დიპლომატები პარლამენტის რომელიმე თანამშრომელმა, ან დეპუტატმა დაპატიჟა, თუ თავად იყიდეს ტურისტებისთვის განკუთვნილი ბილეთები.