ბათუმში მოზარდი - ალექსანდრე მიქელაძე დაიკარგა. ამის შესახებ სოციალური ქსელის ჯგუფ "დაიტოვეში" მოქალაქე მურად თედორაძე წერს.
მურად თედორაძის ცნობითვე, სანაპიროს მიმდებარედ დაკარგული მოზარდის ქურთუკი იპოვეს.
"ყურადღება! ბათუმში დაიკარგა ეს ბავშვი. ალექსანდრე მიქელაძე ჰქვია.
ოჯახი და შესაბამისი სტრუქტურები ჩართულები არიან ძებნის პროცესში.
თხოვნაა შემჩნევის შემთხვევაში, ამ ნომრებზე დარეკოთ:
555 10 55 00
571 01 24 21" - წერს მურად თედორაძე.