ავტორი:

ქალმა შვილი სახლში დატოვა და რამდენიმე დღით გაუჩინარდა: ბავშვი შიმშილისგან გარდაიცვალა - მექსიკაში მომხდარი უმძიმესი ამბის დეტალები

ქალმა შვილი სახლში დატოვა და რამდენიმე დღით გაუჩინარდა: ბავშვი შიმშილისგან გარდაიცვალა - მექსიკაში მომხდარი უმძიმესი ამბის დეტალები

ცოტა ხნის წინ მექსიკაში შოკისმომგვრელი ამბავი მოხდა. რუსმა ქალმა ოლგა იდელევიჩმა, რომელიც დედაქალაქ მეხიკოში ცხოვრობდა, ექვსი წლის ვაჟი კრისტიან ომარი სახლში დატოვა და რამდენიმე დღით გაუჩინარდა. შედეგად, ბიჭი შიმშილისგან გარდაიცვალა...

  • ტრაგედია ჯერ კიდევ დეკემბერში მოხდა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ოლგა საარსებო მინიმუმს ესკორტის მომსახურებით შოულობდა და ხშირად ტოვებდა შვილს სახლში საკვების, წყლისა და ელექტროენერგიის გარეშე. ახალ წლამდე სამართალდამცავებმა კრისტიანი მძიმე მდგომარეობაში აღმოაჩინეს. ბავშვი მეხიკოს საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მალევე გარდაიცვალა.

მედია წერს, რომ, 13 იანვარს 34 წლის უყურადღებო დედამ ბავშვის ცხედარი კლინიკიდან დასაკრძალად წაიღო. ამ ამბავმა საზოგადოება აღაშფოთა. ჟურნალისტი კარლოს ხიმენესი მიიჩნევს, რომ ქალი უნდა დაეპატიმრებინათ.

"წარმოუდგენელია! პატარა კრისტიან ომარის ცხედარი დედას გადასცეს! რუსმა ქალმა ოლგა იდელევიჩმა წაიღო ბავშვის ნეშტი, რომელიც თავად მიატოვა! ახლა პროკურატურა ეძებს მას და ბავშვის მამას, მარკო ანტონიო მიანგოსს“, - წერს ხიმენესი სოციალურ ქსელში.

სამართალდამცავმა უარყვეს ჟურნალისტის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, მათი თქმით კრისტიანის ცხედარი ჯერ კიდევ სასამართლო ექსპერტიზის ინსტიტუტში იყო.

მექსიკური მედია გარდაცვლილი ბავშვის სავარაუდო მამის ფოტოს აქვეყნებს.

სამართალდამცავები აგრძელებენ გამოძიებას გახმაურებულ საქმეზე ოლგა იდელევიჩის წინააღმდეგ. ასევე უცნობია ეძებენ თუ არა ისინი ბიჭის მამას, ადვოკატ მარკო ანტონიოს. მამაკაცი ოლგას 2019 წელს დაშორდა და, როგორც ჩანს, კაცმა ქალს ფინანსური დახმარება შეუწყვიტა. იდელევიჩმა პირად ბლოგზე გაბრაზებული პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ყოფილი მეუღლის მხრიდან ზეწოლასა და მუქარაზე წერდა.

„ყველაფერი წაიღე ჩემგან! ყველაფერი უნდა დამიბრუნო! ორი დღეა არ მიჭამია და ჩემმა შვილმა დღეს დილით ერთი საწყალი ტორტილა შეჭამა. საჭმელი არ გვაქვს. გულწრფელად არ მესმის, როგორ არ გრცხვენია, რომ თქვენი შვილი ასეთ მდგომარეობაშია?! შენ კიდევ გაქვს გამბედაობა, სულელური კითხვები დამისვა?! ყველაფერი წამართვი: სამსახური, ფული, მეგობრები, ჩემი შვილის სკოლა, მისი დაბადების დღე, ჩემი ჯანსაღი ფსიქიკა, ჩემი სიამაყე! "ჩემი პირადი ცხოვრება, ჩემი საიდუმლოებები, ჩემი მშობლები..." - წერდა ქალი.